თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა – დაიღუპა 6, დაშავდა 37 ადამიანი

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა - დაიღუპა 6, დაშავდა 37 ადამიანითურქეთის დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 37 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მანისას პროვინციის სომას რაიონში მოხდა.

ავტობუსში სულ 50 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.