თურქეთის შავი ზღვის რეგიონის პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 70 ადამიანი კასტამონუს პროვინციაში დაიღუპა, დანარჩენი კი – სინოპსა და ბართინში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონუ და ბართინი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
იპნ

