ვანუატუს კუნძულებთან ადგილობრივი დროით 10:10 საათზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ამის შესახებ ამერიკის გეოლოგიური სამსახური იუწყება.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდას შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პორტ-ორლიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის კერა 91 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ცუნამის ტალღები შესაძლებელია ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში დაფიქსირდეს.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
იპნ

