“ვერ ვიჯერებ, სიკვდილისთვის ჩამოხვედი?“ – თორნიკე ფიფიას ანაკლიაში ზღვაში გული გაუჩერდა

"ვერ ვიჯერებ, სიკვდილისთვის ჩამოხვედი?“ - თორნიკე ფიფიას ანაკლიაში ზღვაში გული გაუჩერდა29 აგვისტოს მამაკაცი ანაკლიაში ზღვაში შესვლის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 66 წლის თორნიკე ფიფიაა.

თორნიკე ფიფია ოჯახთან ერთად მოსკოვიდან იყო ჩამოსული და ანაკლიაში ისვენებდა.

მამაკაცს წყალში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„ჩემი უსაყვარლესი ბიძია, ღმერთმა ნათელში გამყოფოს. ვერ ვიჯერებ, სიკვდილისთვის ჩამოხვედი?“ – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი სალომე ფაცაცია.

თორნიკე ფიფია 3 სექტემბერს გეგმავდა ქვეყნის დატოვებას და მოსკოვში დაბრუნებას.

მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

პრაიმ ტაიმი