2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ 12.871.714 ლარის შემოსავალია მიღებული, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
10.319.989 ლარი შემოწირულობებია, 1.972.996 ლარი – საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო 578.729 ლარი სხვა შემოსავლები.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჯამური შემოსავალი 8.287.870 ლარია, აქედან შემოწირულობა – 7. 837.030 ლარი, ხოლო საბიუჯეტო შემოსავალი – 428.335 ლარი. პარტიას ასევე მიღებული აქვს სხვა შემოსავალი 22.505 ლარის ოდენობით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯამური შემოსავალი 774.704 ლარია, საბიუჯეტო შემოსავალი – 183.303 ლარი, შემოწირულობები – 543.182 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი – 48.219 ლარი;
„გახარია – საქართველოსთვის“ ჯამური შემოსავალი 756.601 ლარია, აქედან შემოწირულობაა 755.711 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი 890.7 ლარი;
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ჯამური შემოსავალი 667.963 ლარია, საბიუჯეტო შემოსავალი 93.701 ლარი, შემოწირულობები 74.262 ლარი, ხოლო კომერციული ბანკებიდან აღებული სესხი – 500.000 ლარი.
„გირჩის“ შემოსავალმა ჯამში 577.218 ლარი შეადგინა, პარტიას არც შემოწირულობა აქვს მიღებული და არც სხვა რაიმე შემოსავალი გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა.
ასევე, შემოწირულობები საანგარიშო პერიოოდში მიღებული არ აქვს „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებს“ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, რომელიც 369.043 ლარია.
„ლელო საქართველოსთვის“ ჯამურმა შემოსავალმა 895.960 ლარი შეადგინა, აქედან 824.997 ლარი შემოწირულობაა, 66. 963 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 4.000 ლარი სხვა შემოსავლები.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ჯამური შემოსავალი 121.287 ლარია, აქედან საბიუჯეტო დაფინანსება 86.927 ლარი, ხოლო შემოწირულობები – 34.360 ლარი.
„მესამე ძალის“ ჯამურმა შემოსავალმა 100.827 ლარი შეადგინა, აქედან 78.327 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 22.500 ლარი – შემოწირულობა.

