„არ გამიკვირდება, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრან“ – გია ნოდია

„არ გამიკვირდება, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრან“ - გია ნოდია„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე 40%-ზე მეტი არ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“.

– შემდეგ წამოვა ვადამდელზე მმართველი პარტია?

– ეგ სხვა საკითხია. ის, რა თქმა უნდა, ეცდება, არ წამოვიდეს. არ მაქვს პროგნოზი ამაზე, საბოლოოდ დასთანხმდება თუ არა, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ნორმალური ცხოვრება არ გვექნება, რა შედეგიც არ უნდა დაიდოს ამ არჩევნებზე.

– ამ არჩევნებზე „ოცნების“ მთავარი სამიზნე რატომ გახდა გიორგი გახარია?

– იმიტომ, რომ ეს არის ახალი ფაქტორი და ძალიან მძიმე ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ის ხმებს ართმევს „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, სწორედ გახარიაა ის ფაქტორი, რის გამოც ხელისუფლების შედეგი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე დადგა საპარლამენტო არჩევნებზე.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმეც შეიძლება აღძრან გახარიას წინააღმდეგ?

– ეგ ნამდვილად არ გამიკვირდება. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ ცდილობენ საქმის აღძვრასა და რაღაცის გამოჩხრეკას, შესაბამისად, რატომ არა გახარიას წინააღმდეგ.

თუ მასზე საქმეს აღძრავენ, ამას გააკეთებენ ოპოზიციის დასასუსტებლად.

– გახარიას დასუსტება მთლიანად ოპოზიციის დასუსტებასაც ნიშნავს?

– რა თქმა უნდა. „ქართული ოცნების“ რიტორიკაში ასეა. სისხლიან ბანერებზე სააკაშვილი და გახარია ერთად არიან. მათ ცნობიერებაში ასეა. არ ვიცი, სჯერათ თუ არა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ბევრს სჯერა იმის, რომ სააკაშვილი და გახარია ფარულ გარიგებაში არიან ერთმანეთთან.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა