ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი ჩაუდგება სათავეში

ავღანეთის ახალ მთავრობას მულა ბარადარი ჩაუდგება სათავეშიავღანეთის ახალ მთავრობას თალიბანის თანადამფუძნებელი მულა ბარადარი უხელმძღვანელებს.

ახალ მთავრობაში, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, თალიბანის თანადამფუძნებლის, მულა ომარის ვაჟი მულა მუჰამედ იაყუბი და შერ მუჰამედ აბას სტანექზაც იქნებიან წარმოდგენილი.

”ყველა უმაღლესი ლიდერი ჩავიდა ქაბულში, სადაც ახალი მთავრობის გამოცხადებისთვის მზადება ბოლო ეტაპზეა”, – აღნიშნა თალიბების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

თალიბანის უზენაესი რელიგიური ლიდერი ჰაიბათულა ახუნზადა რელიგიურ საკითხებს უხელმძღვანელებს.

თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს დაიკავეს. ამ დროისთვის ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ფანჯშირის პროვინციაა, სადაც თალიბანისა და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

იპნ