ბოლნისში აცრილმა პირმა ლატარიაში 10.000 მოიგო

ბოლნისში აცრილმა პირმა ლატარიაში 10.000 მოიგოვაქცინაციის წამახალისებელ ლატარია “აიცერი და მოიგეში” ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. 10.000 ლარი ბოლნისში აცრილმა პირმა მოიგო.

მოგებულის ვინაობა ჯერ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირი “სინოფარმითაა” აცრილი. კომპანიის ინფორმაციით, მას მოგებული თანხა უახლოეს დღეებში გადაეცემა.

“საქართველოს ეროვნული ლატარიის” ინფორმაციით, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი -ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1.500 და 1.000 ლარი მოიგეს.

გათამაშების შედეგების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე https://stopcov.lotto.ge/, პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.

ლატარია “აიცერი და მოიგეს” გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180.400 ლარი, ხოლო მოგებულია 1.137 ადამიანი.

მთავარი