გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა იანვარში დაიწყება.
“მეხუთე ტალღა ქვეყანაში იქნება იანვარში. ამ ვირუსს ახასიათებს 5-თვიანი ციკლურობა. რა თქმა უნდა, თუ რაღაც სისულელე არ გავაკეთეთ და საერთოდ გავუშვით ყველაფერი, არანაირი კონტროლი არ გავაკეთეთ და ვაქცინაციას არ მივხედეთ… უნდა დავიმახსოვროთ, რომ მეხუთე ტალღა ეს არის დელტა ვარიანტის მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო ვერაგი და უფრო რთული. ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.