“დედა მომიკლა, ეს როგორ უნდა გაიქცეს?!” – ამის შესახებ კალაძეების კლანს შეწირული მანანა მოდებაძის შვილი თამარ ორდენიძე “მთავარი დებატების” სტუდიაში, ბესიკ ფიფიაზე ამბობს.
ორდენიძე გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში იმ დროს შევიდა, როცა ბესიკ ფიფია მის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებდა.
მან ბესიკ ფიფიას ემოციურად მიმართა, შემდეგ კი მას ხელი დაარტყა.
ამის შემდეგ სტუდიაში რამდენიმე კაცი შემოვარდა და ყველანი სტუდიიდან გაიყვანა.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და დახმარებას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი “15 კგ კარტოფილი” მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15.000 დოლარია.

მთავარი

