ესპანური პრესა – “მამარდაშვილს მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბების ყველა შანსი აქვს”

ესპანური პრესა - "მამარდაშვილს მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბების ყველა შანსი აქვს"ესპანური მარკა “ვალენსიას” ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს:

“გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა. ქართველი მეკარე “ღამურების” შემადგენლობაში მესამე კიპერად ჩავიდა, დღეს კი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ის თითოეულ თავის მოქმედებას ფანქრის მეშვეობით ზომავს. ესპანურ გუნდში კარის მცველს შესანიშნავი პირობები აქვს, თუმცა გასაძლიერებლად შეცდომები და არაკომფორტული შემთხვევები უნდა გაიაროს, რათა პროგრესირდეს და მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბდეს. და ეს მოხდა…

მამარდაშვილმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა, ფურორი კი ძირითად თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება გახლდათ, რადგან თითქმის არსაიდან ქართველი კიპერი ესპანური გრანდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

“მესტალიაზე” მადრიდის “რეალთან” ქართველი მეკარე თითმის მთელი შეხვედრის განმავლობაში კარის ხაზზე შესანიშნავად მოქმედებდა, ის “ბლანკოსის” ფეხბურთელების დარტყმებს მიყოლებით იგერიებდა, თუმცა მატჩის მიწურულს “სამეფო კლუბმა” 2 გოლის გატანა მოახერხა და “ღამურებმა” შეხვედრა 1:2 დათმეს. პირველი ბურთის ეპიზოდში მეკარე ვერაფერს იზამდა, აი მეორე მომენტში კი კარის დარაჯმა მცველის როლის ფუნქციის მორგება გადაწყვიტა, რითაც კარიმ ბენზემამ უპირატესობა გამოიყენა და დედაქალაქურ გუნდს მორიგი 3 ქულა შესძინა.

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “სამწუხარო დღე, კარგი გამოცდილება”. მნიშვნელოვანი იცით რა არის? ქართველი საკუთარ თავს ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს, რადგან მან კარგად იცის, რომ ინდივიდუალურ და გუნდურ ეპიზოდებს გამოასწორებს, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს…”

ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ “ვალენსია” 10 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს, “სევილიის” წინააღმდეგ გამართავს.

სპორტალი