გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ – “მან ხალხის ნდობა ვერ გაამართლა”

გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ - "მან ხალხის ნდობა ვერ გაამართლა"ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.
– ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების, – განაცხადა მან.

2021 წლის დასაწყიში ჯერ კიდევ პრემიერი გახარია ამბობდა:

– “ქართული ოცნების” მიმართ ნდობას აქვს თავისი ახსნა, რაშიც ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ქვეყანამ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და ქართული პოლიტიკის ცენტრში განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება.

ფორმულას ეთერში მას ჰკითხეს, ამ სიტყვებს ახლაც მოაწერდა თუ არა ხელა.

გახარიამ კითხვას ასე უპასუხა:

– არა, ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გახარიამ ივანიშვილი საჯაროდ გააკრიტიკა.