გახარიას პარტიის წევრი ვასილ პაპაშვილი ქურდობისთვის დააკავეს

გახარიას პარტიის წევრი ვასილ პაპაშვილი ქურდობისთვის დააკავესკახეთში,  პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ის სიღნაღის საკრებულოში წარდგენილი პროპორციული სიით გამსვლელ დეპუტატთა შორის 22-ე ნომერს იკავებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავსოდან სხვადასხვა ლითონის საგნებს სისტემატიურად იპარავდა.

პაპაშვილი ქურდობის დროს დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია  სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის სპილენძის ქვაბი. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მთავარი