გოჩა მეშველიანი – “ივანიშვილის ფული მოიპარა მან, კობახიძემ ნახევარი მილიონი ხელში ჩაუთვალა”

გოჩა მეშველიანი - "ივანიშვილის ფული მოიპარა მან, კობახიძემ ნახევარი მილიონი ხელში ჩაუთვალა"როგორ პარავენ ფულს ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანაგუნდელები – ფულით, რომელიც ივანიშვილმა ამომრჩეველთა მოსასყიდად გამოყო, მეოცნებეებმა ჯიპები იყიდეს. ნაწილმა კი ანტიკვარული ავეჯი შეიძინა.

– ბიძინა ივანიშვილის ფული მოიპარა მან… კობახიძემ პირადად ხელში ჩაუთვალა ნახევარი მილიონი ლარი… – აცხადებს “შაბათის ეთერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ძმა.
გოჩა მეშველიანმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგები დემარშით დატოვა და “შაბათის ეთერის” კამერასთან პირველად ჰყვება, როგორ აყალბებდა არჩევნებს მმართველი პარტია.

ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ ინტერვიუში მმართველ პარტიას ფაქტებით ამხელს ადამიანი, რომელმაც გუნდში ბევრი წელი გაატარა.

სკანდალური ინტერვიუდან დასტურდება ის სასტიკი მეტოდები, რომელსაც ივანიშვილის გუნდი იყენებს – ამომრჩევლის მოსყიდვა, ვისთანაც ფული არ ჭირდა დაშინება, ვინც ტერორს არ ემორჩილებოდა ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ამისთვის ქართულ ოცნებაში სადამსჯელო რაზმები არსებობდა.

შაბათის ეთერის ხელშია “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის მინაწერებიც, სადაც  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოპოზიციის მხარდამჭერების ცოცხლად დაწვის ბრძანება გასცა.

მოკლეტექსტური შეტყობინებიდან ირკვევა ისიც, როგორ აპირებს ოპოზიციის მხარდამჭერების ციხეში გაშვებას “ქართული ოცნება”

“შეაგინონ, ყ** და მ***ი ეძახონ, იქნებ ხელი დაარტყა” – ვკითხულობთ მიმოწერებში.

ტვ პირველი