“ივანიშვილს უნდა, რომ გახარიას თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდეს” – მირიან მირიანაშვილი

"ივანიშვილს უნდა, რომ გახარიას თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდეს" - მირიან მირიანაშვილიპოლიტიკური გაერთიანება „ერის“ თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ  ამერიკაში დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დეკორაცია და ფიქციაა.

– უცხოეთში გადაწყვეტილებების მიმღებად ისევ ივანიშვილს თვლიან. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს და არა ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე. ამერიკელები გაანაწყენა ივანიშვილ-სააკაშვილის გაუთავებელმა რუსულმა პოლიტიკურმა სპექტაკლებმა.

ბოლო ხანს პოლიტიკურ პიესაში აქტიურად ჩართეს გახარია. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ გახარიას პარტიას გაუჭირდება პარტიული სიით ბევრი ადამიანის გაყვანა თბილისის საკრებულოში. ამიტომ რამდენიმე კაცი ამ სიიდან „ქართული ოცნების“ სიაში გადმოწერეს.

შემდგომში იგეგმება ყალბი დაპირისპირებების გათამაშება, რომლის შედეგად ეს პირები უკან, გახარიას პარტიაში გადაბარგდებიან და გახარიას ეყოლება უმრავლესობა. ეს იქნება კოალიციური მმართველობის მონახაზი.

– ამერიკელები ამ თამაშებს ეწინააღმდეგებიან?

– რასაკვირველია. ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე ირონიულად საუბრობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თურქეთით დაწყებული, უკრაინით დამთავრებული, ყველამ იცის, ვინ როგორ მართავს ერთი სისტემის პარტიებს. ისიც უწყიან, რომ ამ პარტიებს შორის კინკლაობა სპექტაკლია. სხვებზე მეტი ინფორმაცია ამერიკელებს აქვთ. მათ პოლიტიკური თეატრი მობეზრდათ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა