კახა კალაძე – “ეგ სალომე ზურაბიშვილის საქმე არ არის”

კახა კალაძე - "ეგ სალომე ზურაბიშვილის საქმე არ არის"დედაქალაქის მოქმედი მერი და “ოცნების” მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც კოალიციურ მთავრობას ეხება.

კალაძის თქმით, კოალიციური მთავრობა შეიქმნება, თუ არა, ეს ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის.

არა, ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია,  ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა”, – ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემასთან საქართველოში კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ტვ პირველი