კალაძე – “სუსმა ელჩებსაც უნდა მოუსმინოს”

კალაძე - "სუსმა ელჩებსაც უნდა მოუსმინოს"კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა მოუსმინოს ყველას, ვინც მოსასმენია.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სუსი ქვეყანაში უსაფრთხოებას იცავს.

ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად დაველოდოთ, თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. რა არის ტყუილი, რა არის მართალი – ლილუაშვილის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გამოძიება მიმდინარეობს. ყველაფერი გახდება ცხადი. ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული – რა არის აქედან სიმართლე და რა ტყუილი”- განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, უნდა უსმენდნენ თუ არა დიპლომატებს, კალაძე ამბობს:

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა, დიპლომატებსაც”, – განაცხადა კალაძემ.
 ტვ პირველი