ნიკა მელია სოციალურ ქსელში დმანისში განვითარებულ დაპირისპირებაზე წერს:
“დმანისში ზონდერები მიუვარდნენ ჩვენს კანდიდატს და დაჭრეს მისი 2 მხარდამჭერი. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს – არ შეგარჩენთ”.
დღეს სოფელ განთიადში, დმანისის მოქმედ მერს გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაჭრილია 2 ადამიანი.
კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები “ოცნების მაჟორიტარობის” კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი და “ქართული ოცნების” აქტივისტი ზურაბ ოკმელაშვილია.

