“ლაშა ბექაურის ნათესავმა და კიდევ 4-მა პირმა იძალადა ჩემზე” – რა მოხდა გორში

"ლაშა ბექაურის ნათესავმა და კიდევ 4-მა პირმა იძალადა ჩემზე" - რა მოხდა გორშიგორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ. ქალი ყვება, რომ მას 5 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ესროლეს სხვადასხვა ნივთები, მინის ნატეხი და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

დეპუტატი ამბობს, რომ 5 თავდამსხმელიდან 3 წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მოძალადეებიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნათესავია, გარდა ამისა, მას ნათესაური კავშირის შსს-ს მაღალჩინოსანთანაც აქვს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ თავდამსმელი სწორედ ამ კავშირების გამო არ დააკავეს.

“გამოვიძახე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ რაც ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, ჯგუფურად, მესროლეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები, მივიღე დაზიანებები. მოვიდა პატრული, შსს-ს მაღალჩინოსნისა და ლაშა ბექაურის დასახელების შემდეგ, რომ ის არის მათი ნათესავი და ვერაფერს უზამდნენ, მოკრძალებულად ელოდებოდნენ, აგინებინეს ჩემი თავი.

126-ე მუხლით დაიწყო, ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლნენ”, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

მთავარი