ლიონში მაკრონს კვერცხი ესროლეს

ლიონში მაკრონს კვერცხი ესროლესსაფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ლიონში კვერცხი ესროლეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და საუბრის დასრულების შემდეგ ადგილს ტოვებდა.

მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაცვის სამსახურმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

იპნ