გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. ტვ 4-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცენტრი ააფეთქეს და სავარაუდოდ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენთის არის შემოსაზღვრული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტვ 4-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განაგურებას გულისმოხბს.

