მეტრო 300 არაგველთან სასწრაფო ამოტრიალდა

მეტრო 300 არაგველთან სასწრაფო ამოტრიალდათბილისში, 300 არაგველის მეტროსთან სასწრაფოს მანქანა, რომელსაც 80 წლის კოვიდინფიცირებული კლინიკაში გადაყავდა, ავარიაში მოყვა.

შემთხვევის შედეგად პაციენტი და სასწრაფოს ჯგუფის ორი წევრი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფორმულა