რუსთავის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს “ინტერტრანსის” მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ფორდი შეეჯახნენ, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა.
როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, ავარიის გამომწვევი მიზეზი მისი მხრიდან ავტოსაგზაო მოძრაობის წესის დარღვევა გახდა.
მიკროავტობუსი რუსთავი-რკინიგზის სადგურის მარშრუტით მოძრაობდა.
ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 4-ვე მათგანი “ინტრტრანსის” მიკროავტობუსით მგზავრობდა.
დაშავებულებს შორის არიან, დედა და მისი 13 წლის შვილი, ასევე 2 ახალგაზრდა ქალი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
როგორც კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის დღის ექიმმა, თეონა ყვავაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“ჩვენს კლინიკაში 4 პაციენტიდან შემოყვანილი იქნა 4 პაციენტი. 3 მოზრდილთა, 1 კი ბავშვთა ემერჯენსში. 4-ვე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, უტარდებათ ინსტრუმენტალური კვლევები, იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ და ამ ეტაპისთვის რჩებიან კლინიკაში. არის ზედაპირული ტრავმები”, – განაცხადა თეონა ყვავაძემ.
ინფო რუსთავი