მილანში დოლჩე და გაბანას ჩვენებაზე 16 წლის ლიზა კობერიძე გამოჩნდა

მილანში დოლჩე და გაბანას ჩვენებაზე 16 წლის ლიზა კობერიძე გამოჩნდაგოლჩე და გაბანას ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა, 16 წლის ლიზა კო­ბე­რი­ძემ სხვა ცნო­ბილ მო­დე­ლებ­თან ერ­თად, 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლი/ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა.

ლიზა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო “ნა­ტა­ლის“ მო­დე­ლია. სა­ა­გენ­ტოს კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ანმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლი­ზას შე­სა­ხებ წერს.

“ლიზა ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი გმი­რია. ლიზა ნა­ტა­ლი­დან / ნა­ტა­ლის ლიზა, 12 წლის იყო როცა ნა­ტა­ლის დიდ ოჯახ­ში შე­მო­ა­ბი­ჯა, და­ნახ­ვის წუ­თი­დან Top გო­გოს ვე­ძახ­დი. დიდი გზა გა­ვი­ა­რეთ, დიდი შრო­მა ჩადო აქამ­დე რომ მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. ჯერ და­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლო­თი (რად­გან რო­გორც ნატა იტყო­და: ჯერ შენ ქვე­ყა­ნა­ში უნდა შედ­გე და შემ­დეგ სხვა­გან და­იმ­კვიდ­რო თავი), შემ­დეგ იტა­ლია “Smart Bambina” იყო 13 წლის ლი­ზას მეტ­სა­ხე­ლი, შემ­დეგ დიდი ტო­კიო, კო­რეა და ეხლა მი­ლა­ნი, ერთ-ერთი დიდი სა­ა­გენ­ტოს წევ­რი გახ­და და დღეს მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულს ამ­შვე­ნებს ჩემი “Top გოგო“.

P.S რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია პა­ტა­რა ლიზა ნა­ტას იც­ნობ­და მისი პირ­ვე­ლი მზა­დე­ბა პო­დი­უ­მის­თვის სწო­რედ ნა­ტას ხელ­ში მოხ­და.

ეს იმ ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის ხურ­ჯი­ნი­დან არის ერთ-ერთი ცა­ცუ­ლიკ, რო­მელ­საც შეგ­პირ­დი რომ შე­ვას­რუ­ლებ­დით…“ – წერს მა­რი­ა­მი.

ამბები