კულინარიული შოუ “მასტერშეფი” მეექვსე სეზონის პრემიერისთვის ემზადება. ტელე-პროდუქტი “პირველი არხის” ეთერს 19 სექტემბრიდან დაიკავებს.
“მასტერშეფში” სიახლეა. მაყურებლის საყვარელი შეფების სამეულში ცვლილებაა. ლევან კობიაშვილის ნაცვლად შოუში თეკუნა გაჩეჩილაძეს იხილავთ.
თუ რა მიზეზით გამოეთიშა “მასტერშეფს” “მარილიანი” შეფი ლევანი, მისივე კომენტარისგან შეიტყობთ.
ლევან კობიაშვილი:
– მივდივარ მილანში, ქართული რესტორნის გასახსნელად. დაახლოებით ერთი თვე არ ვიქნები. და უჩემოდ მოგიწევთ “მასტერშეფის” ყურება.
რომ ჩამოვალ, ისევ შევუერდები გუნდს და ისევ ისე საინტერესო იქნება ყველაფერი. თუმცა ახალ სეზონზე, ახალი სახეებით, ისედაც საინტერესო გამოვა შოუ. ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბება.
დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, კარგ 12-ეულს შეარჩევენ. რომ ჩამოვალ, ბევრი სიურპრიზი დამხვდება.
პრაიმ ტაიმი