ნამახვანჰესი აღარ აშენდება – ენკამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტა

ნამახვანჰესი აღარ აშენდება - ენკამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტაკომპანია ენკა საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

ამის შესახებ ინფორმაციას ენკა რინიუეიბლის მშობელი კომპანიის – ენკა ინშაატის – მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შპს ენა რინიუეიბლმა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის ჰეპპ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყეტილება სრულად შეესაბამება „მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი“ გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.