ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბაზრობაზე საყიდლებზე წავიდნენ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბაზრობაზე საყიდლებზე წავიდნენ“ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, თბილისში, 22 წლის ნიკო  კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, ორივე თავდამსხმელი, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, სადგურში ბაზრობაზე, საყიდლებზე წავიდა.

მკვლელობის შემდეგ, პოლიციამ მოქმედება იქამდე არ დაიწყო, სანამ 22 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებმა ქვეყნის საზღვრი არ დატოვეს.

მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციას შემთხვევიდან 10 წუთში უკვე იდენტიფიცირებული ჰყავდა. მეტიც, ერთ-ერთი ვერსიით, კავილაძე ვაგზლის ბაზრობაზე მამასთან, კონსტანტინე კავილაძესთან მივიდა და ფული გამოართვა. კონსტანტინე კავილაძე ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საწარმოში 12%-იან წილს ფლობს.

აკაკი ჭელიძეზე და გიორგი კავილაძეზე ახლა ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ამ საქმეში ბურუსით არის მოცული დანაშაულის მოტივი – რატომ მოკლეს ნიკო. მკვლელობაში ბრალდებულები ნიკოს არ იცნობდნენ და ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა დათი და გუგა კაკულიებმა დაუკვეთეს. მოტივი კი 20 წლის წინ რუსეთში კაკულიებსა და ნიკოს მამას შორის დაწყებული დაპირისპირება გახდა, რაც კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას, მკვლელობით დასრულდა/

ეს ვერსია ოჯახმა გამორიცხა. კვარაცხელიები ადასტურებენ, რომ ორ კანონიერ ქურდს შორის დაპირისპირება იყო, თუმცა შემდეგ ურთიერთობა დაალაგეს და საბოლოოდ, მოკლული ნიკოს მამამ, გია კვარაცხელიამ, დავით კაკულიას შვილიც მონათლა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, გუგა კაკულია თავადაც კანონიერ ქურდობას აპირებს. მას ამ სტატუსის მინიჭებას ქურდულ შეკრებაზე  დაპირდნენ.  უმცროსმა კაკულიამ  ჩათვალა, რომ ქურდულ სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ მის ნათლიაზე შურს იძიებდა. გუგა  კაკულიამ შურისძიება თავად გადაწყვიტა, თუმცა მან საქართველოში შემოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ მკვლელობის ორგანიზებაში კონკრეტული პირობებით ახლო მეგობრები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, ჩართო.

დათი და გუგა კაკულიების შესახებ მათ ოჯახს საუბარი არ უნდა. მკვლელობის ორგანიზებაში დადანაშაულებული ძმები წლების განმავლობაში მოსკოვში ბოლოს კი სომხეთში ცხოვრობდნენ, თუმცა  ერევნის დატოვება რამდენიმე კვირის წინ მას შემდეგ  მოუწიათ, რაც ერთ-ერთ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.

სად იმყოფებიან ახლა კაკულიები უცნობია, თუმცა მათი კრიმინალური წარსულის და ისტორიების შესახებ ბევრი იციან თბილისში.

ტვ პირველი