ლევან სამუშია “ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება.
– მიშას დროსაც ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ და ახლაც ვიბრძვი. ახლა საერთოდ კატასტროფა ხდება. რაზე ვლაპარაკობთ?! იმდროინდელი მურუსიძე დღეს გამოიყვანეს გმირი. იმდროინდელ მურუსიძეზე დღეს გვეუბნებიან, რომ ევროპაში პირველი მოსამართლეა. უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი!
– მთლიანად პოლიტიზებულია დღეს სასამართლო სისტემა?
– შეიძლება ითქვას, რომ დღეს სასამართლო საერთოდ არ არსებობს, მხოლოდ სახელწოდებაა. ის ფუნქციები, რომლებიც სასამართლოს უნდა ჰქონდეს, არა აქვს. დღეს სასამართლო პოლიტიკური დევნის ორგანოა.
– გაქვთ იმის მოლოდინი, რომ “ოცნება” ვერ აიღებს 43%-ს?
– ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამის აღების შანსი არ აქვს.
– მიშელის შეთანხმებიდან რომ გავიდნენ და მოიხსნესრიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულება?
– ყველა კარგად ვხვდებით, რომ მოხსნას არანაირი აზრი არა აქვს. მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლა არის ის, რომ არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობა დასწიონ, აზრი დაუკარგონ არჩევნების მნიშვნელობას, ხალხს ცვლილებების იმედი გაუქრონ. აი, ამას ცდილობენ, თორემ, დამერწმუნეთ, ხელშეკრულება ძალაშია და ვერავინ ვერაფრის ანულირებას ვერ მოახდენს. დარწმუნებული ვარ, ვადამდელი არჩევნებიც იქნება და “ოცნებაც” წავა. ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა