“ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს სუსმა “ოცნების” დეპუტატ ირაკლი ხახუბიას თვალთვალი დაავალა” – გიგი უგულავა

"ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს სუსმა "ოცნების" დეპუტატ ირაკლი ხახუბიას თვალთვალი დაავალა" - გიგი უგულავაოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს, მკაფიო განმარტება გააკეთოს მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციაზე ან შეწყვიტოს საარჩევნო კამპანია.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, სუს-ის საიდუმლო მასალებიდან, რომლებიც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, ირკვევა, რომ ბექა ვაჭარაძე არის სისტემის მსხვერპლი.

„დიახ, მსხვერპლი, იმიტომ, რომ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი ნებით ხდებიან აგენტები, თანხმდებიამ მოსმენას შანტაჟსა და გადაბირებას. ეს ადამიანი, როგორც ირკვევა, არის დაშანტაჟებული პირადი ცხოვრების მასალებით, ამიტომ, ის არის ცალსახად მსხვერპლი. მზად ვარ მას, როგორც მსხვერპლს გვერდზე ყველანაირად დავუდგე, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ამორალური და საზიზღრობა. ამავე დროს, მინდა მივმართო მას – ის იქნება მსხვერპლი საზოგადოებისა და ფოთელების წინაშე, თუ ის მკაფიო განმარტებას გააკეთებს იმ ამბავთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ. ჩვენ მოვისმინეთ გამაოგნებელი რამ – იმის გამო, რომ ის სუს-მა დააშანტაჟა, ის ფაქტობრივად, მეთვალთვალედ, “ოპრიჩნიკად” მიუგზავნეს ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატს და ფაქტობრივ ოლიგარქს ფოთში, ბატონ ხახუბიას.

ეს არის გამაოგნებელი და ამაზრზენი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მსოფლიოს ოცი საუკეთესო მწერალი რომ აიღოთ, ამ ისტორიებს ვერავინ შეთხზავს და მოიგონებს. სამწუხაროდ, ეს არის რეალური ისტორიები. ბატონ ვაჭარაძეს მინდა მოვუწოდო, დღის ბოლომდე გააკეთოს მკაფიო განმარტებები ან შეწყვიტოს კამპანია, იმიტომ, რომ შეუძლებელია ასეთი წინაპირობით ადამიანმა საერთოდ რაიმე კამპანია აწარმოო“, – განაცხადა გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

იპნ