„პარლამენტში იყო მოსაწევის სუნი… მაინც მე დამბრალდებოდა…“ – იაგო ხვიჩია

„პარლამენტში იყო მოსაწევის სუნი… მაინც მე დამბრალდებოდა...“ - იაგო ხვიჩიაპარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთხელ, პარლამენტში მისვლისას, „მოსაწევის“ სუნი იგრძნო.

„ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე დამბრალდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა იქნებოდა და მერე ვახოს ვეუბნებოდი, მოდი ბარემ ჩვენც მოვწიოთ და შესაბამისად, მომიწევია პარლამენტის შენობაში. ჩემს გარეშეც ეწეოდა ხალხი, სუნი ვიგრძენი“, – თქვა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.