პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც მოქალაქეებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური „ტვიტერზე“ წერს.
მათივე ინფორმაციით, ორი დღის წინ ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლის 300-ზე მეტი მცდელობა აღკვეთეს, რა დროსაც ორი პირი – საქართველოსა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ.