ახალი დეტალები მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ – სასტიკი მკვლელობა 20 ლარის გამო დაიწყო.
ჯავიდ ალიევი იფნარი-მარნეულის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა და ბაზარში ხალხი დაჰყავდა. ერთ-ერთ მგზავრ ქალს, რომელსაც მგზავრობის თანხის დავალიანება ჰქონდა, გარდაცვლილმა ვალის, 20 ლარის, გადახდა მოსთხოვა. ქალმა მარნეულში მცხოვრებ მის ძმებს სთხოვა საქმეში ჩარევა და სწორედ მარნეულის ბაზართან დახვდნენ მოკლულს სავარაუდო დამნაშავეები.
28 წლის ბიჭის კვალი მარნეულის ბაზრიდან 18 სექტემბერს იკარგება. ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს, თუმცა ვერსად მიაკვლიეს. გამტაცებლებმა მოკლული მარნეულის მახლობლად წაიყვანეს, სადაც ის არხში ჩაახრჩვეს.
მოკლულის დედა “პირველებს” უყვება, რომ ცხედარს დაზიანებებიც აღენიშნება და სავარაუდოდ, ის წყალში ჩაგდებამდე სცემეს.

