ქობულეთში, მდინარეში კაცი დაიხრჩო. ცხედარი 4 სექტემბერს დილით იპოვეს მაშველებმა.
გარდაცვლილი დაახლოებით 70 წლის კაცია, ის სოფელ ალამბარში ცხოვრობდა.
„ბათუმელებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ კაცი საღამოს საქონლის მოსაძებნად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ცხედარი მაშველებმა მდინარე აჭყვაში იპოვე სოფელ გვარასთან. ეს სოფელი ქალაქ ქობულეთთან ახლოს მდებარეობს.
3 სექტემბერს, ქობულეთში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სოფელი დაიმეწყრა, იყო ქარბორბალაც.