“სააკაშვილი თუ ახლა არ ჩამოვიდა, მაშინ კაპიკი იქნება მისი ფასი!” – პაატა ზაქარეიშვილი

"სააკაშვილი თუ ახლა არ ჩამოვიდა, მაშინ კაპიკი იქნება მისი ფასი!" - პაატა ზაქარეიშვილი“ახალი თაობასთან” ინტერვიუში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მონუსხულია  სააკაშვილით.

– სააკაშვილი ჩამოვა თბილისში?

– ერთადერთი ნორმალური გადაწყვეტილება იქნება ჩამოვიდეს და ჩაჯდეს ციხეში! აი მაშინ, მთელ მსოფლიოს დაავიწყდება ავღანეთი და ყველა ილაპარაკებს იმაზე, თუ როგორ ჩასვეს ყოფილი პრეზიდენტი და რეფორმატორი ციხეში. მთელი კონგრესი, მთელი სენატი, მთელი ევროკავშირი მხოლოდ ამაზე ილაპარაკებს. პრეზიდენტს კი აუცილებლად მოუწევს მისი შეწყალება. სააკაშვილი კი გამოვა ციხიდან ერთ-ორ კვირაში აბსოლუტურად სუფთა, ყველა ბრალდების გარეშე.

– არის ამაზე წამსვლელი?

– ახალგაზრდა სააკაშვილი, რომელსაც მე მაშინ ვიცნობდი, ამაზე წამსვლელი იყო. ახლა დაბერდა, ძალიან მოეწონა კაი ცხოვრება, კომფორტი, რესტორნები, გოგოები და ვხედავთ, რომ ეშინია. თუ ახლა არ ჩამოვიდა, მაშინ კაპიკი იქნება  მისი ფასი! სააკაშვილს თავისი ჩამოსვლით შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს როგორც თავის თავს, ისე მის პარტიას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა