“სააკაშვილის მატარებელი ჩავლილია” – კახა კუკავა

"სააკაშვილის მატარებელი ჩავლილია" - კახა კუკავა“ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კუკავა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაზე საუბრობს.

– არის რამდენიმე სცენარი. პირველი – მიშა არ ჩამოდის. ასეთ შემთხვევაში “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ეს იქნება საოცარი ეიფორია, რომ აი, მიშამ კიდევ ერთხელ გაიფარჩაკა თავი. მეორე ვარიანტია, რომ ჩამოდის და აპატიმრებენ. ეს ვარიანტიც “ოცნების” სასარგებლოა, არჩევნებამდე. მიშას დაპატიმრება “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ძალიან დიდი სტიმული იქნება. ესეც გაზრდის ხელისუფლების აქტივებს ამ არჩევნებზე.

ჰიპოთეზურად არის ერთადერთი ვარიანტი, როდესაც შეიძლება, “ოცნებას” მინუსი მოუტანოს სააკაშვილის დაბრუნებამ – თუ დაბრუნდება და ვერ დააპატიმრებენ. სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლების ალტერნატივა. ამ ხელისუფლების ალტერნატივა სულ სხვა მხარეს უნდა ვეძებოთ.

– ანუ სააკაშვილის მატარებელმა ჩაიარა?

– ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, რომლითაც ის ცდილობს, გახდეს პირველი პირი, ჩავლილია. პირიქით, ამით თავის თავს დააზიანებს. სააკაშვილის ადგილას გონიერი ადამიანი იზრუნებდა იმაზე, რომ ხელისუფლება შეეცვალა ვინმე სხვას, იმ სხვისთვის დაეჭირა მხარი, შემდეგ დაბრუნებულიყო საქართველოში და ეზრუნა იმაზე, რომ მისთვის სამართლებრივი ბრალდებები მოეხსნათ, შემდეგ ფაზაში კი ეფიქრა არჩევნებში მონაწილეობაზე.

დღეს ამ პოზაში მყოფი სააკაშვილი ძალიან აწყობს ივანიშვილს. ის არის ბუა. თუ ის მოვა, ნახევარ საქართველოს გაწყვეტს, ნახევარს დაიჭერს – აი, ასეთი პროპაგანდა აქვთ. დღეს ივანიშვილის რეიტინგი სააკაშვილის მიმართ შიშზე დგას. ეს ორჯერ ორი ოთხია და, ჩვენ თუ ვხვდებით ამას, შეუძლებელია, სააკაშვილი ვერ ხვდებოდეს. მათ გარიგებაზე  კითხვებსაც ეს აჩენს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა