საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე დღეა მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის. “პირველები” დღეს კიევთან ახლოს, სოფელ ლესნიკებში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა, თუმცა კარი არავინ გაუღო. ადგილზე მთელი დღეა ჟურნაალისტები მორიგეობენ, თუმცა კამერების წინ არ ის გამოჩენილა.
“პირველების” ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ორგანიზებულ თვითმართველობების ფორუმს უნდა დასწრებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, სამთავრობო ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. სააკაშვილის ნაცვლად უკრაინის პრეზიდენტის ღონიძიებას მისი ქართველი თანაგუნდელი, გოგა ცხაკაია დაესწრო.
ყველას, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კონტატი აქვს, მისი საქართველოში დაბრუნების გეგმებზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის შაბათს სამშობლოში იქნება. შეიცვალა თუ არა მარშრუტი და რომელი სატრანსპორტო საშუალებით აპირებს მიხეილ სააკაშვილი სამშობლოშ ჩამოსვლას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახლო გარემოცვა არ აკონრეტებს.
მიხეილ სააკაშვილის ოფისის უკრაინელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას ციხის არ ეშინია და რომ საპატიმრო მისთვის შემაკავებელი ფაქტორი ვერ იქნება.

