საგანგებო მდგომარეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – რეისი 681, რომელიც თბილისიდან ვენაში მიემგზავრებოდა, ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ის ორი საათის განმავლობაში საქართველოს საავიაციო სივრცეში წრეზე დაფრინავდა და დაჯდომას ვერ ახერხებდა.
თვითმფრინავი „აირზენას“ ეკუთვნის. მისი გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, აფრენისას შასი არ დაიხურა. პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 ტონა საავიაციო ნავთი დაეხარჯა და შემდეგ დამჯდარიყო უსაფრთხოდ.
ამ წუთებში მიმდინარეობს ბორტზე მყოფი მგზავრების ევაკუაცია.