“შეძრწუნებულია მთელი სოფელი” – გურიაში 63 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლა

"შეძრწუნებულია მთელი სოფელი" - გურიაში 63 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლაოზურგეთში სოფელ გურიანთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს 63 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

_სკამიც არ დარჩა, ისეა დამწვარი ყველაფერი. ასეთი საშინელება არ გვინახავს. ცეცხლი ისე მძვინვარებდა, წამებში დაიწვა ყველაფერი. შეძრწუნებულია მთელი სოფელი, _ უთხრა თვითმხილველმა „გურია ნიუსს“.

ქალის ცხედარი სახლის პირველ სართულზე იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.