“სწრაფი მანქანა უნდა ვიყიდოო და სწორედ ამ მანქანამ იმსხვერპლა” – ბასისტი მიშა ჯაფარიძე ავარიაში დაიღუპა

"სწრაფი მანქანა უნდა ვიყიდოო და სწორედ ამ მანქანამ იმსხვერპლა" - ბასისტი მიშა ჯაფარიძე ავარიაში დაიღუპაბასისტ მიშა ჯაფარიძის დაღუპვას ფეისბუქში გიორგი სუხიტაშვილი გამოეხმაურა:

„წლების წინ ბენდს რომ ვაკეთებდი, მუსიკოსებს ვეძებდი, მიშომ დამირეკა, მე ბასისტი ვარო, შევხვდი მაშინ სულ კონტრაბასზე უკრავდა, მერე ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ ბევრს მეკითხებოდა, მაჩვენებდა ახალ მიგნებებს ბასგიტარაზე, ახალ ჟღერადობებს, რიფებს, ღრუბელივით იყო, ყველაფერს ისრუტავდა, ეს ბიჭი თითქმის ყველგან ჩემს ზურგს ამაგრებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! არასოდეს დედას გეფიცებით არასოდეს არაფერი არ შეშლია! იმედი არასოდეს გაუცრუებია სულ მეიმედებოდა ჩემი მიშო, სულ მირეკავდა პატარა ბავშვივით, ყველაფერს მეკითხებოდა. როგორი დაუზარელი იყო, როგორი ცოცხალი მშრომელი.

დამირეკა, მანქანა უნდა ვიყიდოო, სულ სპორტული მანქანები ჩამომითვალა, მე ძალიან შემეშინდა, რადგან არ მომეწონა ეს ახირება, არასოდეს არ ჰყოლია სწრაფი მანქანა, სულ პრიუსები ჰყავდა. მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა და მეგონა გადაუვლიდა ეს აკვიატება.

ხოდა ჩემი მიშო ამ მანქანამ იმსხვერპლა. ვერ ვიჯერებ, ვერც ვიაზრებ.

მიშო, მიყვარხარ! ვიცი ვეღარ შეგაჩერებ, მშვიდობით…“