სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ლაშქრობისას მოლდოვიდან ალპინისტი მამა-შვილი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაკარგულების ოჯახის წევრმა გალინა კულიკოვამ ფეისბუქში დაწერა.
ქალის თქმით, ბოლოჯერ ქმარ-შვილს 28 აგვისტოს 15:58 საათზე დაუკავშირდა.
„გვჭირდება დახმარება. ბოლოს მომწერეს, რომ კარგად იყვნენ, მას შემდეგ ისინი კავშირზე აღარ გამოსულან”, – აცხადებს დაკარგულების ოჯახის წევრი.
დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში ადგილობრივი მაშველები უკვე ჩაერთნენ. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენს, ცუდი ხილვადობის გამო, მისი აფრენა ვერ მოხერხდა.
პრაიმ ტაიმი