“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ სისხლიანი ბანერები არის საშინელება და საზიზღრობა, აზელვა ყველანაირი ღირებულებების.
– გახარიაც რომ გაჩნდა მანდ, ეს რაზე მიანიშნებს?
– არ შეიძლება. არის რაღაცები, რაც არ უნდა ირღვეოდეს, არის უდანაშაულობის პრეზუმპცია და უნდა დაიცვა. ეგენი თვითონ აწესებენ. მათი მოპარული ქონებების გადარჩენა არის კორუფციულ სივრცეში და კორუფციული სივრცე ახლომახლოდ არის რუსეთში, მეტი არაფერი არ ხდება.
– ღარიბაშვილმა დაადანაშაულა გახარია, რომ უდანაშაულო ხალხს თვალები დასთხარა. ეს რიტორიკა ახალია ხელისუფლებისგან. ახლა გაახსენდათ?
– იცით, რომ მე არანაირად გამოვირჩევი გახარიას დაცვით და მას მწვავედ ვაკრიტიკებ, მაგრამ ღარიბაშვილი გულისამრევია. ადამიანი, რომელმაც აცემინა ჟურნალისტები, მისი მოწოდების გამო მოხდა ზუსტად 5 ივლისი. რაც მან გახარიაზე ილაპარაკა, ეს იყო ამაზრზენი. ჯერ ერთი, რა ფრაზებიც გამოიყენეს – “კოკაინშიკიო”… “კაკაინშიკი” იყო და ჯერ შს მინისტრად დაგვინიშნეს და მერე ქვეყნის პირველ პირად?! მე სულ ვამბობ, რომ დიდი სირცხვილია, როდესაც გახარია თავის თავს გვთავაზობს მერად, მას შემდეგ, რაც მან 20 ივნისს ადამიანებს გაუკეთა, მაგრამ ღარიბაშვილის გამოსვლა ცალკე თემაა. ეს იყო უტიფრობის პიკი.
– ვინ უფრო უტიფარია, ღარიბაშვილი თუ კობახიძე?
– ორივე ერთნაირი კატასტროფაა. კობახიძეზე საერთოდ ლაპარაკი არ მინდა, მას დავარქვა სახელი – კონსტი-ტუტუციონალისტი.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა