თბილისში ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა

თბილისში ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალათბილისში, სისხლიანი ანგარისშსორების შედეგად დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. 22 წლის ბიჭს ვერაზე გუშინ თავს დაესხნენ.

კვარაცხელია ხეჩინაშვილის კლინიკაში  გულმ-მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით გუშინვე შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას ანჯაფარიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით დამნაშევებს ეძებს.  ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილს თბილისის ცენტრში 9 ტყვია გუშინ ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელია სასიკვდილოდ სავარუდოდ, მისმა ახლო ნაცნობმა გაიმეტა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტვ პირველი