“ცოლს ტელეფონი არ დავუბრუნე და ამაზე მიჩივლა” – გიორგი გურგულიას და ლარისა გიგაურის სასამართლო შეჩერებულია

"ცოლს ტელეფონი არ დავუბრუნე და ამაზე მიჩივლა" - გიორგი გურგულიას და ლარისა გიგაურის სასამართლო შეჩერებულიაერთი წლის წინ, სექ­ტემ­ბერ­ში, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მსა­ხი­ობს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლა­რი­სა გი­გა­უ­რი ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. გურ­გუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან კი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იმ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობ­და, რომ არა­თუ ცოლ­ზე, არა­მედ კი­ნო­შიც კი არ უძა­ლა­დია ქალ­ზე. ლა­რი­სა გი­გა­უ­რი მსა­ხი­ო­ბის მე­ო­თხე ცოლი გახ­ლდათ. მსა­ხი­ობს მას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ აღარ უქორ­წი­ნია.

– ერთი წლის წინ, კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გი­ჩივ­ლათ, რა ეტაპ­ზეა ეს საქ­მე?

– გა­ჩე­რე­ბუ­ლია… თუ გახ­სოვთ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი იყო მა­ში­ნაც და რომ არ მე­აქ­ტი­უ­რა, გა­მა­ჩე­რეს. სა­შიშ­რო­ე­ბა იყო მა­ში­ნაც, რომ მე­სა­მე ძალა არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ჩა­მო­მა­ცი­ლეს. “ნა­ცი­ო­ნა­ლი” მე­ზო­ბე­ლი იყო და­მუქ­რე­ბუ­ლი, რომ და­მა­კა­ვებ­დნენ, არა­და, რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი არ ხდე­ბო­და. ად­რეც და­რე­კა ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ პო­ლი­ცი­ა­ში, მო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს რომ ბავ­შვი მე­ხუ­ტე­ბო­და, რომ მე­ჩხუ­ბა, ბავ­შვი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდე­ბო­დათ? – პირ­ვე­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა ასე დას­რულ­და.

მე­ო­რე­დაც ბავ­შვი მეხ­ვე­წე­ბო­და, და­მა­ძი­ნე და ისე წა­დიო,- ტი­რო­და. ყო­ფილ მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი რა პრობ­ლე­მაა, ზღა­პარს მო­ვუყ­ვე­ბი, და­ი­ძი­ნებს და წა­ვალ-მეთ­ქი, გა­რეთ მე­გო­ბა­რი მე­ლო­დე­ბო­და მო­ტო­ციკ­ლე­ტით. მე­უღ­ლემ მი­თხრა, წადი, თო­რემ პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კა­ვო. ჩემი ნა­ჩუ­ქა­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ვარ­თვი, ცოტა ხან­ში ბავ­შვი რომ დამ­შვიდ­და, მო­ტო­ციკ­ლე­ტით წა­მო­ვე­დი და არ და­ვუბ­რუ­ნე ტე­ლე­ფო­ნი. მი­თხრა, თუ არ და­მიბ­რუ­ნებ, სა­ჩი­ვარს დავ­წე­რო და მარ­თლა და­წე­რა. მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­გი­ნე­ბა ყო­ფი­ლა “შენი დედა ვა­ტი­რე” და “დე­დას გი­ტი­რებ” კი­დევ მუ­ქა­რა, რად­გან მო­მა­ვალ­ში ეუბ­ნე­ბი. ერთი პრო­ცე­სის გარ­და, აღარ გან­ხი­ლუ­ლა ეს საქ­მე, თუ პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი, ალ­ბათ მა­გა­საც გა­ა­აქ­ტი­უ­რე­ბენ.

– შვი­ლის ნახ­ვას თუ ახერ­ხებთ ახლა?

– რა თქმა უნდა, ახ­ლაც თვე­ნა­ხე­ვა­რი ჩემ­თან ცხოვ­რობ­და, იქ რე­მონ­ტი ჰქონ­დათ. მარ­თლა არ ვარ კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი.

ამბები