ყოფილი პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის, საქმის განმხილველი 3 ნაფიცი მსაჯული, რომელიც თბილისიდან თელავში ვერდიქტის გამოსატანად მიემგზავრებოდა, ავარიაში მოყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გომბორის გზაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმე ეხება 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, როდესაც თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსის ყოფილმა მოადგილე ვანო ზანდარაშვილმა საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.
საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.