ვინ არის თალიბანის მთავარი მტერი აჰმად მასუდი, რომელსაც პანჯშირელ ლომის ბოკვერს უწოდებენ

ვინ არის თალიბანის მთავარი მტერი აჰმად მასუდი, რომელსაც პანჯშირელ ლომის ბოკვერს უწოდებენავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე მოკლა. საველე მეთაური, რომელიც სიკვდილს ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებთან ბრძოლების დროს ერთი ნაბიჯით ბევრჯერ ასცდა, ააფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებიც მას ჟურნალისტებად გაეცნენ.
მასუდის ვაჟი მაშინ 12 წლის იყო. მალე ის გაემგზავრა ირანში, სადაც საშუალო სკოლა დაამთავრა და იქიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. მასუდ უმცროსი სწავლობდა სენდჰერსტის სამხედრო აკადემიაში და ლონდონის სამეფო კოლეჯში სამხედრო კვლევის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი აქვს მინიჭებული. თუმცა ახალგაზრდა პოლიტიკოსს რეალური საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.

ინტერვიუში მასუდი აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი სწორედ სამშვიდობო მოლაპარაკებებია და არა – შეიარაღებული შეტაკებები.

– სამწუხაროდ, თალიბანის ქმედებები უკვე აჩვენებს, რომ ისინი არ იზიარებენ ინკლუზიურობისა და ტოლერანტობის პრინციპებს, ადამიანისა და ქალთა უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რათა მთავრობა აღიარონ და ეს ჩვენთვისაც არის პრობლემა, რომელსაც ვერ შევეგუებით. ჩვენ არ გვინდა იზოლაციაში ვიცხოვროთ. ამიტომაც არ შეგვიძლია მივიღოთ მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია დაამყაროს ნორმალური ურთიერთობები როგორც რეგიონის ფარგლებში, ასევე – დანარჩენ მსოფლიოსთან, – განაცხადა მასუდ უმცროსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მასუდი და მისი მხარდამჭერები პანჯშირში აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობენ, მაგრამ ავღანეთის სხვა რაიონებში ბევრი არ არის მზად, რომ ომი გაგრძელდეს.

იმედინიუსი