ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო იწყება – ბრალდებულია პოლიციის მაღალჩინოსანი ვანო ზანდარაშვილი

ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო იწყება - ბრალდებულია პოლიციის მაღალჩინოსანი ვანო ზანდარაშვილითელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება.

პროცესი ყოველდღიურად თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება და საქმეზე ნაფიც მსაჯულები იმსჯელებენ. მტკიცებულებების გამოკვლევამდე და მოწმეთა დაკითხვამდე კი ტექნიკური საკითხები განიხილეს.

ბრალდებული პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის უფლებადამცველის თქმით, საქმის არსებითი განხილვისას გამოსაკითხია ათეულობით მოწმე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან. ოფიციალური ბრალის მიხედვით, გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, საავადმყოფოს დირექტორს შურისძიების მოტივით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

ზურა საჩიშვილი მიყენებული ჭრილობებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მთავარი