ადვოკატი საძაგლიშვილი – “ხელისუფლებას სააკაშვილის მკვლელობის გეგმა აქვს”

ადვოკატი საძაგლიშვილი - "ხელისუფლებას სააკაშვილის მკვლელობის გეგმა აქვს"მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის გარკვეული პრობლემების შექმნა და უფლებების შეზღუდვა მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გეგმა აქვს.

დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია და “ქართული ოცნება” სწორედ მის დავალებას ასრულებს.

ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ დაწყებული ჰოსპიტალიზაცასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, როგორიც არის, კომუნიკაციის საშუალების წართმევა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რეალურად, ეს გარემოებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და შესაბამისად, “ქართული ოცნება” ასრულებს რუსულ დავალებებს, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლესთან დაკავშირებით, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და მას შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა. მიხეილ სააკაშვილს ასევე არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ წერილები ადვოკატების გარდა სხვა პირებს გამოატანოს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა მას კლინიკაში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ამ შეზღუდვების გამო, მიხელ სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებით, ყველანაირ მკურნალობაზე.

მთავარი