დანიამ ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.
იქ არსებულ სიტუაციაზე, ასევე საქართველოში შექმნილ უმძიმეს ეპიდვითარებაზე დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე გვესაუბრა.
– ბატონო ზაზა, დანია იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა… რამდენად გაამართლა შეზღუდვების მოხსნამ?
– დიახ, ძალიან გაამართლა… დანიაში პირბადის გამოყენება არსად აღარ არის სავალდებულო. სურვილი თუ ვინმეს აქვს, რასაკვირველია, შეუძლია ატაროს… ერთადერთი – პირბადის გამოყენების ვალდებულება რჩება მხოლოდ აეროპორტში, რადგან აეროპორტი საერთაშორისო სივრცეა და ათასი ქვეყნის წარმომადგენელი ირევა.
სრულიად დავუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას. ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია. ტესტებიც აღარ გვჭირდება.
მე უკვე მივიღე მოწვევა, რომ მესამე აცრა ჩავიტარო და ძლივს ვიპოვე ადგილი, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო… ორ კვირაში იყო პირველი თავისუფალი ადგილი და რასაკვირველია, დაუფიქრებლად ჩავეწერე… პრიორიტეტი ჰქონდათ ქრონიკული დაავადების მქონეებს და მედპერსონალს. მე, როგორც მედპერსონალი, ადრე გამომიძახეს… ჯგუფების მიხედვით ყველას ეტაპობრივად მოუწევს…
– ისრაელმაც აცრა მოსახლეობა, მაგრამ იქ ისევ იფეთქა.
– ისრაელში არ იყო აცრილთა რიცხვი ასე მაღალი. იქ მოსახლეობის 60 პროცენტამდე იყო აცრილი და დანიაში ორჯერ აცრილები 90 პროცენტამდეა…
– საქართველოში ვითარებაზე რას იტყოდით?
– ძალიან რთული სიტუაციაა და ძალიან ვწუხვარ! მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის აცრა, მთავარი აცრაა! ვთხოვ ყველას – მთავრობას, ექიმებს, ეკლესიას, რომ მაქსიმალურად მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია აცრის აუცილებლობის შესახებ, ასევე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება აცრების მზარდი რაოდენობით.
მშობლები