“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დაღუპულების ოჯახს უსამძიმრებს.
“ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.
ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.
ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან,”-წერს გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.
რუსთავი 2

