ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში 44 წლის ლევან რაჯავი დააკავეს

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში 44 წლის ლევან რაჯავი დააკავესანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე – “ტვ პირველის” ინფორმაციით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი, 44 წლის ლევან რაჯავი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სულ სამი პირი ყავს დაკავებული, თუმცა მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობიდან მალევე პოლიციამ ორი პირი 37 წლის ბაჩუკი ლატარია და 33  წლის ბიძინა ხასია დააკავა. რაჟავას კი ხელბორკილები ნაქირავებ ბინაში გუშინ დაადეს.

ანასტასია შატალოვა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოკლეს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები ახალგაზრდა ქალის შვილის მამასთან, ბათუმის ვიცე-მერის ბინაში იმყოფებოდნენ და ადგილიდან კომპიუტერები ამოიღეს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.